Connect with us

საზოგადოება

ხულოში თოვლის საფარის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა

გამოქვეყნებულია

ხულოში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს. უხვმა ნალექმა, მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე 1 მეტრს აჭარბებს და გადაადგილება გართულებულია.

რამდენიმედღიანი თოვის შემდეგ, გადაადგილებასთან ერთად, ხულოს მოსახლეობას პრობლემები შეექმნა ელექტრომომარაგებაშიც. ,,ენერგო-პრო-ჯორჯიას ” ინფორმაციით დაზიანებების აღმოსაფხვრელად, სამუშაოები დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. უხვი ნალექისგან იწმინდება დაბა ხულოს ქუჩები. „ხულოში ელექტრო ენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია. შესაბამისი ბრიგადები აგრძელებენ მუშაობას პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გზების გაწმენდა. ინტენსიურად იწმინდება სამედიცინო დაწესებულებებთან, აფთიაქებთან და სხვა სტრატეგიულ ობიექტებთან მისასვლელი გზები. ადგილობრივი თვითმართველობისა და მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვა სახელმწიფო სამსახურები აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, -აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება8 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა12 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება14 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური