Connect with us

საზოგადოება

ცხინვალი ყაზახეთში ღვინის ე.წ. ექსპორტს იწყებს

გამოქვეყნებულია

ე.წ. სამხრეთ ოსური ღვინის კომპანია „ვინოდელნია ირონსანი“, მარტში ყაზახეთში ღვინის ექსპორტს იწყებს. ამის შესახებ საწარმოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, თეიმურაზ გოგინოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კონტრაქტი ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიასთან დაიდო, მას შემდეგ რაც გამოფენა „პროდექსპო-2020“-ზე ყაზახმა მეწარმეებმა ღვინოს მაღალი შეფასება მისცეს.

„უკვე შემდეგ თვეში, პროდუქციის პირველი პარტიის ექსპორტს განვახორციელებთ. 14 ათასი ბოთლი გაიგზავნება“ – აღნიშნა გოგინოვმა და დასძინა, რომ ხანგრძლივ თანამშრომლობაში არის დარწმუნებული.

გარდა ამისა, მისი თქმით, ყაზახმა ბიზნესმენებმა დიდი ინტერესი გამოხატეს მინერალური წყლის „ბაგიატას“ მიმართაც. მათ საექსპერტო დასკვნების ასლები მოითხოვეს, ასევე დაწვრილებითი ინფორმაცია აღნიშნული წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ.

„ვინოდელნია ირონსანმა“ ფუნქციონირება 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო. ობიექტი თანამედროვე იტალიური დანადგარებით არის აღჭურვილი. საწარმოში 30 ადამიანი მუშაობს.

დღეს, მარანი ღვინის რამდენიმე და კონიაკის ორ სახეობას აწარმოებს. 2019 წლის მონაცემით, კომპანიამ 800 ათასი ბოთლის ექსპორტი განახორციელა.

მისი პროდუქციის დიდი ნაწილი რუსეთში ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში იგზავნება, ნაწილი, ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება5 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა10 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება12 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური