Connect with us

სამართალი

პირი, რომელმაც ცოლი განქორწინების პროცედურის დაწყებამდე მოკლა დაკავებულია

გამოქვეყნებულია

ინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება6 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა10 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება13 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური