Connect with us

საზოგადოება

თელავში, მოსწავლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული პედაგოგი, სამსახურიდან გათავისუფლდა

გამოქვეყნებულია

თელავში, პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო სამსახურიდან გაათავისუფლეს. თელავის მეფე ერეკლე II- ის სახელობის სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის, ნ.გ.-ს სკოლიდან გათავისუფლების ბრძანებას დირექტორმა, მაია ოთარაშვილმა ხელი დღეს მოაწერა. მანამდე კი, სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა რამდენჯერმე იმსჯელა და ბიოლოგიის მასწავლებელის მხრიდან მოსწავლის მიმართ ფიზიკური შეხება დაადასტურა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, არც სკოლის დირექტორი და არც გათავისუფლებული მასწავლებელი.

შეგახსენებთ, შემთხვევა 22 იანვარს საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას მოხდა. მოსწავლის დედის ინფორმაცით, მისი შვილი მასწავლებლის მოთხოვნას,საკლასო ოთახის დატოვებასთან დაკავშირებით არ დაემორჩილა, რის გამოც მას პედაგოგმა ხელი ჰკრა.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება6 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა10 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება12 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური