Connect with us

კულტურა

თელავში კისისხევის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა

გამოქვეყნებულია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით. სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ.

ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები:
აღდგა და გადაეწყო კედლის საპირე წყობები რიყის ქვით კირის დუღაბზე;
მოეწყო სამ საფეხურიანი ქართული აგურის ლავგვარდანი კირის დუღაბზე;
ინტერიერში მოხდა იატაკის დონის აწევა სველად დატკეპნილი ბალასტით;
გადაეწყო კამარა და კონქი ქართული აგურით კირის დუღაბზე;
მოეწყო ხის კარ-სარკმელები ლითონის ელემენტებით, ხოლო იატაკი ქართული აგურით ;
რიყის ქვით ეკლესიის ირგვლივ გაკეთდა სარინელი;
ტაძარი გადაიხურა კახური ღარიანი კრამიტოთ, კირდუღაბზე.
კისისხევის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია XIV-XVIII სს. განეკუთვნება.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება7 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება14 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური