Connect with us

საზოგადოება

დედოფლისწყაროში “ფრონტერას” ყოფილი თანამშრომლები აქციას მართავენ

გამოქვეყნებულია

დედოფლისწყაროში, ნავთობმომპოვებელი კომპანია ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილი თანამშრომლები აქციას დილიდან მართავენ.
კომპანიის ყოფილი თანამშრომლები დღეს ინავთობაზასთან შეიკრიბნენ და არსებული ვითარება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ კომპანიას მუნიციპალიტეტში მოპოვებული ნავთობის გატანის უფლებას არ მისცემენ.

“მანქანები გამოგზავნეს, ნავთობის წასაღებად, მაგრამ არ გავატანთ. იმიტომ რომ ხელფასებს არ გვიხდიან. ასეთ რეჟიმში გავაგრძელებთ აქციებს, მანამ სანამ კუთვნილ ხელფასებს არ მოგვცემენ”- განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

აქციის მონაწილეებ კომპანიის გენერალური დირექტორის,ზაზა მამულეიშვილის გადადგომასაც ითხოვენ.

“ბოროტად იყენებს თანამდებობას. უნდა გადადგეს და მოვიდეს ახალი ხელმძღვანელი, ვინც მართლა უხელმძღვანელებს კომპანიას” – ამბობს ვალიდა ლომაშვილი.

ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ცნობისთვის, “ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანია “ფრონტერას” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში, მილიონამდე ლარი აქვს.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება7 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება14 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური