Connect with us

სამართალი

გუდაურში მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა – პროკურორი

გამოქვეყნებულია

მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ მერაბ კობიაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი განმარტავს, რომ გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.

„მინდა დაზარალებულის, გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო. ბრალდების მხარე მერაბ კობიაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ჩვენ როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები დასაბუთებული გვქონდა. რაც შეეხება უშუალოდ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფორმალურ საფუძვლებს, იყო მიმალვის საფრთხეები, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები შერიგებულები არ არიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყო“ – განაცხადა ყაზარაშვილმა.

ასევე ყაზარაშვილი პირობას დებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება. რაც შეეხება იმ ფაქტს, მოხდება თუ არა იმ პირების სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა, რომლებმაც დაკავებულს დაზიანებები მიაყენეს, ყაზაიშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალების შესწავლის შემდეგ გადაწყვეტენ.

„მოტივი არის შურისძიება. საქმის მასალებითაც ირკვევა, რომ ბრალდებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ამ კუთხით გამოძიება მიმდინარეობს და გრძელდება. შურისძიების მოტივით ეს ადამიანი უკვე გასროლას ახორციელებს იმ პირების მიმართ, ვინც მის მიმართ კონფლიქტში მონაწილეობდა. ნაწილი დადგენილია, თუმცა, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს როგორც ამ პირების დადგენა, ასევე სხვადასხვა გარემოებებზე გამოძიება. რა თქმა უნდა, ობიქეტურად შევაფასებთ ყველა იმ გარემოებას, რომელიც საქმის მასალებში, გამოკითხვებში, ვიდეომასალაში და ა.შ. იქნება და ამ საკითხსაც შემდეგ გადავწყვეტთ.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება7 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება14 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური