Connect with us

პოლიტიკა

უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრება გაიმართა

გამოქვეყნებულია

მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასკვნითი საერთო კრება უკანა ფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. საერთო კრებას მხარის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან ერთად დაესწრო.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათთვის პრიორიტეტული საკითხები გააცნეს. ძირითად საჭიროებებად გზების რეაბილიტაცია და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა.

„მოსახლეობის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი ცამეტივე სოფლისთვის გამოყოფილი თანხა გაერთიანდება და საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში დაიხარჯება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საერთო სარგებლობის გზას და მოეწყობა გაბიონები.

მიმდინარე წელს, მცხეთა-მთიანეთში, სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები 520-ზე მეტ სოფელში დაფინანსდება. სამუშაოებზე ჯამში 5 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. სახელმწიფო პროგრამას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება7 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება14 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური