Connect with us

ეკონომიკა

რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისთვის 1 მლნ ლარის საგრანტო კონკურსი ცხადდება

გამოქვეყნებულია

ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება, საკონკურსო წინადადებების შემოტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 25 დღის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე: Youthplatform.gov.ge.

სააგენტოს „მილიონიანი ფონდი“ საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება და, საერთო ჯამში, 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3-მდე ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის თემატიკა განსაზღვრულია. ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ, თუ კულტურულ ცხოვრებაში.

„ახალგაზრდული სფეროს რეფორმის ფარგლებში, დღეს გაიმართა ახალგაზრდობის სააგენტოს „მილიონიანი ფონდის“ პრეზენტაცია. წელს საპილოტე წელია და ჩვენი პრიორიტეტი არის რეგიონები, კონკრეტულად კი, რეგიონალური ახალგაზრდული ორგანიზაციები, შესაბამისად, საგრანტო კონკურსიც ცხადდება რეგიონალური მიმართულებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ისე რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს“, – აღნიშნა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა.

კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში ახალგაზრდობის სააგენტოს რეგიონული საინფორმაციო ტურნე გაიმართება და ჩატარდება ინდივიდუალური საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, რის შესახებაც წინასწარ დაანონსდება ახალგაზრდობის სააგენტოს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

ცნობისთვის, ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც, საერთო ჯამში, ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება7 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება14 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური