Connect with us

ეკონომიკა

“იმედი მაქვს, ქუთაისის აეროპორტი ინფრასტრუქუტურულადაც ერთ-ერთი პირველი იქნება” – ნათია თურნავა

გამოქვეყნებულია

„ძალიან საპატიო ადგილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სახელმწიფოს მენეჯმენტის ქვეშ რჩება, არის ასეთი წარმატებული, მართლა ძალიან დიდია მგზავრთნაკადის ზრდის ტემპი და ამას ხელი შეუწყო ჩვენმა პოლიტიკამ მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანის და არსებული დაბალბიუჯეტიანი ფრენების გაფართოების თვალსაზრისით. ჩვენ 2019 წელს შემოვიყვანეთ „რაინეარი“; „ვიზეარმა“ პრაქტიკულად გააორმაგა ფრენები ევროპისკენ და ეს არის ამის შედეგი. წელს შემოდგომაზე ვამთავრებთ ახალი ტერმინალის მშენებლობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ინფრასტრუქტურულადაც ქუთაისის აეროპორტი იქნება ერთ-ერთი მოწინავე“ – ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის ზრდით ევროპაში მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის აეროპორტთა საერთაშორისო საბჭოს (ACI Europe) მონაცემებით, 2019 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი წინა წელთან შედარებით, 41.6 % მეტ მგზავრს მოემსახურა. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომელთა მგზავრთნაკადი ხუთ მილიონზე ნაკლებია.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება8 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა12 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება14 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური