Connect with us

ეკონომიკა

ელოდებიან თუ არა კორონავირუსის გამო ტურისტების შემცირებას? – რას ფიქრობს მარიამ ქვრივიშვილი

გამოქვეყნებულია

“ამ ეტაპისთვის საგანგაშო არაფერი გვაქვს” – განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ამ ეტაპზე ჩვენ სასიხარულო ტენდენცია გვაქვს ტურიზმში; 2020 წელი დაიწყო შთამბეჭდავი ზრდის ტემპით. საკმაო ზრდა გვაქვს ტურისტების დანახარჯების კუთხით. იანვარში ჩვენი შემოსავლები ტურიზმიდან გაიზარდა 20%-მდე. ამ ეტაპისთვის საგანგაშო არაფერი გვაქვს. პირიქით, როგორც ციფრები იუწყება, წელი ძალიან კარგად დაიწყო“ – განაცხადა ქვრივიშვილმა. 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში 633,201 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლის იანვართან შედარებით +19.8%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 523,689 შეადგინა, რაც 86,471-ით მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე (ზრდა +19.8%-ია). უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ კი 363,614 შეადგინა, რაც 57,675-ით მეტია 2019 წლის იანვართან შედარებით. (ზრდა +18.9%).

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება8 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა12 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება15 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური