Connect with us

სამართალი

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა

გამოქვეყნებულია

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა.

ადვოკატის თქმით, მამაკაცი „ყოფილი სამხედრო და აგვისტო ომის ერთ-ერთი გმირია“.

„ბრალს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ უტყუარად ჩნდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდებულის მიმართ რამდენიმე ადამიანი ახორციელებდა ძალადობას, ის არაერთხელ სცემეს. მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ის ცდილობდა გაცლოდა, აყენებდნენ დაზიანებებს, არ უშვებდნენ და რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანს აქვს უფლება თავი დაიცვას. თავდაცის უფლება არის კანონმდებლობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება.

ბრალდებული არის ყოფილი სამხედრო, ის არის აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირი, რომელიც იბრძოდა ვაჟკაცურად. მიუხედავად იმისა, რომ ომში მიიღო დაზიანება, ის იბრძოდა და რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პატრიოტი, უწერიერესი ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არასდროს ყოფილა მხილებული რაიმე დანაშაულში. უბრალოდ მოხდა ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება, უფლება რომ დაიცვას საკუთარი თავი“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება იმას, რა კავშირი ჰქონდათ მოკლულსა და სავარაუდო დამნაშავეს ერთმანეთთან, კაკაბაძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით მასაც ბევრი კითხვა აქვს და თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდება.

„მაქვს საკმაოდ ბევრი შეკითხვა, მინდა, რომ უფრო ბევრი ინფორმაცია მივიღო, თუმცა მისი მდგომარეობა ცუდია, მას აქვს სხვადასხვა პრობლემა, თვითონაც დაჭრილია. არ შეუძლია ნორმალურად საუბარი, რომ დეტალურად გადმოსცეს მომხდარი ფაქტის შესახებ მნიშვნელოვანი გარემოებები, ვინაიდან, ამ ეტაპზე ისიც იმყოფება საავადმყოფოში. დროებითი მოთავსების იზოლატორმა პრაქტიკულად ვერ მიიღო მისი დაზიანებებიდან გამომდინარე. მე მინდა დაველოდო, რომ მისი მდგომარეობა უკეთესი გახდება და ამის შემდეგ მეტ ინფორმაციას მივიღებ“, – განაცხადა ადვოკატმა.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება6 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა10 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება13 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური