Connect with us

ეკონომიკა

რომელ ჰესებზე მუშაობს “საქართველოს თანაინვესტირების ფონდი”?

გამოქვეყნებულია

“საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ “მტკვარი ჰესის” პროექტთან ერთად, ფონდის პორტფელში არსებული ძირითადი ენერგოპროექტები დაასახელა.

“ამ ეტაპზე, “მტკვარი ჰესის” გარდა, ორი დიდი პროექტი გვაქვს – ერთი არის “ლენტეხი ჰესის” პროექტი, რომელიც ადრე ცნობილი იყო “ცხენისწყლის ჰესების კასკადის” სახელით. მან შეიცვალა გარკვეული ტექნიკური პარამეტრები – ადრე ოდნავ უფრო დიდი იყო, დაახლოებით, 350 მგვტ-მდე სიმძლავრის და ახლა 192 მგვტ-მდე ჩამოვიდა. ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ ძალიან დიდი კორეული კომპანია – KHNP–სთან პარტნიორობით. მათ გამოთქვეს მონაწილეობის სურვილი და შარშან გავაფორმეთ მათთან მემორანდუმი. ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში დაახლოებით 10% იქნება და მათ ექნებათ წამყვანი როლი. ახლა მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი. გარკვეული პარამეტრები უკვე შეცვალეს, რომ პროექტი უფრო ეფექტური გახადეს”, – აღნიშნავს ცოტნე ებრალიძე.

“ლენტეხი ჰესის” შემდეგ, ცოტნე ებრალიძე “ონის ჰესს” გამოყოფს. ამ შემთხვევაში პროექტის ძირითადი პარტნიორია კომპანია “ფერი”, რომელიც “მტკვარი ჰესის” პროექტშიც იყო ჩართული. ამასთან, როგორც ცოტნე ებრალიძემ აღნიშნა, გვირაბგამყვანი მანქანა, რომელიც “მტკვარი ჰესზე” იყო გამოყენებული, ონის პროექტზე გადაინაცვლებს.

რაც შეეხება “მტკვარი ჰესის” საკითხს, ცოტნე ებრალიძის ინფორმაციით, საინვესტიციო ფონდების მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, გეგმა გულისხმობს იმას, რომ “საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა” პროექტი გარკვეულ ეტაპამდე მიიყვანოს, ინვესტორებს მისი პოტენციალი აჩვენოს, შემდეგ კი მონახონ დაინტერესებული მხარე, რომელიც პროექტს შეიძენს.

შეგახსენებთ, “საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” პროექტ “მტკვარი ჰესის” ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია უკვე დასრულდა.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება7 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება14 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური