Connect with us

სამართალი

მე აივანზე მიმანარცხა, ჩემს შვილს დანა ყელზე ორჯერ დაუსვა – რა მოხდა ყარაჯალაში ?

გამოქვეყნებულია

ყარაჯალაში მოკლული 24 წლის ქალის ფატია ჰუსეინოვას დედის თაზაგულ ჰუსეინოვას თქმით, მისი ყოფილი სიძე წამალდამოკიდებული იყო, მოიხმარდა სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს და ამისთვის მუდმივად თანხას ითხოვდა, იგი მუდმივად ძალადობდა როგორც მის გარდაცვლილ შვილზე, ასევე მასზეც.

მოკლულის დედის განცხადებით, თუ მისი ყოფილი სიძე თანხას ვერ მიიღებდა აგრესიული ხდებოდა და  მცირეწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

“გუშინ ღამის 12-საათზე სახლში ვიყავი. შემოვიდა, თავიდან ჩვეულებრივ საუბრობდა. მერე აღელდა. ვიგრძენი რომ რაღაცას მოიმოქმედებდა. გარეთ გავედი და ყვირილი დავიწყე. მეზობლებს დახმარებას ვთხოვდი. სახლში შესვლა რომ დავაპირე, აქ აივანზე მიმანარცხა. გონება დავკარგე. გონს რომ მოვედი და სახლში შევედი, ვნახე, რომ ქალიშვილი უკვე მკვდარი იყო. ისინი წელიწადი და ხუთი თვეა ერთად აღარ ცხოვრობდნენ. ჩემს შვილს მან დანა ყელზე ორჯერ დაუსვა” – განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

მკვლელობის ერთ-ერთ მიზეზად ეჭვიანობაც სახელდება. მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლის ტელეფონში სმს შეტყობინებები წაიკითხა, რის შემდეგაც გახდა აგრესიული.

გარდა ამისა, მეზობლები ამბობენ, რომ ბრალდებული ძალადობის მუხლით ადრეც იხდიდა სასჯელს. სიდედრის ცემის ფაქტზე მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

“ნარკომანი იყო, სულ ემუქრებოდა ოჯახს. დაჭერილიც იყო. სულ ფულს ითხოვდა. მოკვლით ემუქრებოდა დედა-შვილს” – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

“ჩვენ გვაქვს მოსახლეობის მხრიდან ინფორმაცია, რომ რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთ ოჯახის წევრს მიაყენა ზიანი. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა ციხიდან,” – აღნიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვიმ.

24 წლის ქალს ყელი გუშინ გამოჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი ქმარი. მას 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება7 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება13 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური