Connect with us

პოლიტიკა

სოფელ ორჭოსანთან რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი მაშხალის გასროლა

გამოქვეყნებულია

ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა – ამის შესახებ აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

„14 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა.

აღნიშნული ფაქტი ჩანდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, რაც დაფიქსირდა პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ. მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება6 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა10 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება13 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური