Connect with us

ეკონომიკა

ნიგვზიანში მდებარე საწარმო 20 ტონა დაფნის გადამუშავებას აანონსებს

გამოქვეყნებულია

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში არსებული დაფნისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო წელს, სეზონზე დაახლოებით 20 ტონა დაფნის გამოშვებას აანონსებს. როგორც საწარმოს წარმომადგენელი მიხეილ მელუა საუბარში განმარტავს, ამ ეტაპზე, საწარმო დაფნის გადამუშავებაზეა ორიენტირებული, ზაფხულიდან კი პრიორიტეტი სამკურნალო მცენარეებს მიენიჭება.

„დაფნის მიღების და გადამუშავების პროცესი მიმდინარეობს ოქტომბრიდან მარტის ბოლომდე, სეზონურობის აღმოსაფხვრელად და კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ტექნოლოგიაც გავაუმჯობესოთ და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეები გადავამუშავოთ“, – აღნიშნავს მელუა.

საწარმო ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან იღებს. აქ 24 ადგილობრივია დასაქმებული, მათ შორის კი – 16 ქალი. ამასთან, მელუა დასძენს, რომ დასაქმებულები ძირითადად ახალგაზრდები არიან, სამომავლოდ კი თანამშრომელთა რაოდენობის ზრდაც განიხილება.

„გაფართოების თაობაზე პროექტი USAID-ში შევიტანეთ, ჯერჯერობით პასუხი არ ვიცით, ველოდებით. მისი განხორციელება ხელშემწყობი იქნება. წარმოების მოცულობას გავზრდით, ტექნოლოგიას გავაუმჯობესებთ, დასაქმებულთა რიცხვი 35-მდე გაიზრდება”, – აღნიშნავს მიხეილ მელუა.

ამასთან, მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება.

„გვსურს, დახარისხების ტექნოლოგია დავხვეწოთ, ფართი გავზარდოთ, მოწყობილობა-დანადგარები შევიძინოთ და ამის მერე პროდუქცია მიიღებს საბოლოო სახეს“, – დასძენს მიხეილ მელუა.

ცნობისთვის: საწარმოში ინვესტიცია, სახელმწიფო პროგრამის „სოფლად ახალგაზრდა მეწარმის ხელშეწყობის“ ფარგლებში, დაახლოებით 60 000 ლარის ოდენობით, შეღავათიანი აგროკრედიტის საშუალებით კი, 100 000 ლარის ოდენობით განხორციელდა.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება6 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება13 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური