Connect with us

პოლიტიკა

წელს სამტრედიის საჯარო სკოლების მოწყობისთვის 860 000 ლარი დაიხარჯება

გამოქვეყნებულია

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლების დირექტორებს, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

2020 წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 860 000 ლარი დაიხარჯება. დღევანდელ შეხვედრაზე საჯარო სკოლის დირექტორებთან დეტალურად იქნა განხილული ყველა ის წინადადება, რომელიც საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპზე, სველი წერტილები მოწესრიგდება, მოეწყობა პანდუსები, შეიცვლება ელექტროობა, სახურავები და კარ-ფანჯრები.

“შესაბამისი სამუშაოები ამ მიმართულებით უახლოეს ხანში გატარდება. რაც შეეხება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოებს სასკოლო არდადეგების პერიოდში შესრულდება, რათა ხელი არ შეეშალოს საგანმანათლებლო პროცესს” – აღნიშნა ვალერი ფოცხვერიამ.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება8 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა12 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება15 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური