Connect with us

პოლიტიკა

არჩილ გოქსაძე ბაღდათის ტრაგედიაზე: მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვრცელდება

გამოქვეყნებულია

ბაღდათის მერი არჩილ გოქსაძე რამდენიმე დღის წინ ტრაგედიის შედეგად დაღუპული ოჯახის შესახებ მედიაში  გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განმარტებას აკეთებს.

მისი თქმით, აღნიშნულ ოჯახს ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ყურადღება არ აკლდა. ოჯახი სოციალურ დახმარებას ყოველთვიურად იღებდა და ასევე, გამოყოფილი ჰქონდა საცხოვრებელი ფართი.

“ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. თუმცა, მინდა, იმ აჟიოტაჟს გამოვეხმაურო,  რომელიც ამ თემის ირგვლივაა ატეხილი. სამწუხაროდ, ზოგიერთი ტელევიზიის მიზანმიმართული თუ შეგნებული დეზინფორმაციის გამო, ამბავს საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ორგანო და მის ფუნქციებში რაც არის გაწერილი ბიუჯეტით, ყველა მიმართულებით ვცდილობთ მაქსიმალური თანადგომა გავუწიოთ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ ოჯახზე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იღებდნენ სოციალურ შემწეობას სააგენტოდან, დაკმაყოფილებულები იყვნენ საცხოვრისით. ასევე, მათი სახლის სახურავი გადაიხურა მუნიციპალური ხარჯებით. ამ ტრაგედიისას მეორე ​ დაღუპულის ოჯახისთვის კი, მთლიანად ახალი სახლი იქნა აშენებული. ასევე, სარგებლობდნენ უფასო სასადილოს სერვისით და იღებდნენ  ყველა იმ პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას, რაც მერიის ბიუჯეტით არის გაწერილი”, -აღნიშნა ბაღდათის მერმა.

გარდაცვლილი ქალის დედის მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის სრულიად მიტოვებულად გრძნობს თავს და არანაირ დახმარებას არ იღებს, გოგსაძე შემდეგნაირად პასუხობს.

“ეს ქალბატონი არ არის რეგისტრირებული ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად, ის სერვისები, რომელიც მერიას აქვს, მათზე ვერ გავრცელდება. ჩვენ ვემსახურებით იმ ადამიანებს, რომლებიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულნი. ამ ქალბატონს ყავს შვილები, ოჯახი, როგორც ვიცი, მისი შვილები იყვნენ ჩამოსულები, შესთავაზეს წაყვანა, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ გარდაცვლილების დაკრძალვის ყველა ხარჯი მუნიციპალიტეტმა გაიღო”, – განაცხადა არჩილ გოქსაძემ.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება7 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება13 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური