Connect with us

ეკონომიკა

საქართველოში დამზადებული ცხოველების ავეჯი ამერიკაშიც გაიყიდება

გამოქვეყნებულია

ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“ 2020 წელს ექსპორტის 100%-ით გაზრდას გეგმავს – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა დავით ბარდაველიძემ.

მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტზე 109 დასახელების პროდუქტი გადის; მიმდინარე წლიდან კი, იგივე ასორტიმენტი ექსპორტზე აშშ-შიც გავა.

“2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებში 14 მლნ დოლარის ღირებულების ცხოველებითვის განკუთვნილი ავეჯი გავიდა და ზრდამ წინა წელთან შედარებით 25% შეადგინა. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში გავდივართ ევროკავშირში; მართალია, ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან, ჩვენ ვინარჩუნებთ ამ მიმართულებას და განვაგრძობთ პროდუქციის გაყიდვას დიდ ბრიტანეთში. 2019 წელს სასიგნალო პარტიები აშშ-ში გავუშვით და თებერვლიდან დაიწყება დიდი პარტიების გატანა. ამერიკაში, წელიწადში 14 მლნ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტს განვახორციელებთ, რაც ჩვენს ექსპორტს 100%-ით გაზრდის“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

კითხვაზე – რამდენად რთულია კონკურენტუნარიან ბაზარზე ოპერირება, დავით ბარდაველიძის თქმით, „5 წელმა დაამტკიცა, რომ ევროპის ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტი გვაქვს და როგორც ხარისხის სიმბოლო – „Made in Georgia“ ჩამოვყალიბდით”.

“ტრადიციულად ეს პროდუქტები მზადდება შორეულ აღმოსავლეთში, ჩვენი პროდუქტი, როგორც ხარისხით ასევე ფასით კონკრეტუნარიანია და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვართ, იმიტომ რომ მოკლე დროში, ძალიან ძნელია, დაიმკვიდრო თავი. ასევე ამერიკის ბაზარი ჩვენი კომპანიისთვის აღმოჩნდა ხელსაყრელი და საინტერესო და იქაც გადავდგით ნაბიჯი“, – განმარტა „ჯორჯიან პროდაქტის” დამფუძნებელმა და დასძინა, რომ სხვა მიმართულებებს არ განიხილავენ, რადგან “ეს ძალიან კონკურენტუნარიანი ბაზარია.

“ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ფასებსა და ხარისხზე. ერთადერთი ბაზარი, რომელზე შესვლასაც განვიხილავთ, იაპონიაა”, – აღნიშნა მან. 

კომპანია „ჯორჯიან პროდაქტი“ 2014 წელს შეიქმნა. დამფუძნებლის ინფორმაციით, საწყისი ინვესტიცია 2 მლნ დოლარი იყო. ის „აწარმოე საქართველოშის“ პროგრამის ბენეფიციარია (თანადაფინანსება – 400 000 ლარი). ამჟამად, კომპანიაში 450 ადამიანია დასაქმებული და დღიური წარმადობა 3 000 ერთეულია.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება6 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა10 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება13 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური