Connect with us

ეკონომიკა

რაჭის სოფელ გოგოლათის რეაბილიტაციაში 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

გამოქვეყნებულია

რაჭის სოფელ გოგოლათის რეაბილიტაციაში 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამბროლაურის მერის ზვიად მხეიძის განცხადებით, საუბარია სოფელზე, რომელსაც ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასულ წელს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიანიჭა.

როგორც ამბროლაურის მერი ამბობს, ამ ეტაპზე ადგილზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება.

“სამუშაო ჯგუფი იყო ჩამოსული, ადგილზე გეგმარებითი დავალება გააკეთეს. მიმდინარეობს მუშაობა. ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 6 მილიონი ლარი იქნება, რომელიც წელს უნდა დაიხარჯოს. ადგილზე მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, ახალი წყალმომარაგების ქსელი. ამ პროექტის ძირითადი მიზანია სოფლისთვის ავთენტურობის შენარჩუნება. ამ ეტაპზე სოფელში 64 კომლია, მათ შორის, 54 ხის სახლი არის ძალიან საინტერესო ორნამენტებით დატვირთული. გაზაფხულზე სავარაუდოდ უკვე დასრულდება პროექტირება”, – აცხადებს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.

Continue Reading
Click to comment

You must be logged in to post a comment Login

Leave a Reply

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ახალი ამბები

საზოგადოება7 საათის წინ

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში “ცხელების ცენტრი” გაიხსნა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა დღეს ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში გახსნილი „ცხელების ცენტრი“ დაათვალიერეს....

პოლიტიკა11 საათის წინ

მოქალაქეებს დღეიდან თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში სანოტარო მომსახურების მიღება შეეძლებათ

“დღეიდან მოქალაქეებს სანოტარო მომსახურების მიღება თბილისში სამ და ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში თითო-თითო ლოკაციაზე შეეძლებათ.” ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა...

საზოგადოება14 საათის წინ

ზუგდიდში, თელავსა და გურჯაანში ცენტრალური ბაზრები დაიხურა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ზუგდიდში ცენტრალური ბაზარი დღეიდან აღარ იმუშავებს. ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, არსებული რეკომენდაციების დაცვა სავაჭრო ობიექტზე...

საზოგადოება1 დღის წინ

ფოთის ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვიდ19-ის სიმპტომებით ქალი შეიყვანეს

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან, კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი მოათავსეს, – ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის...

აქტუალური